Tuesday, June 19, 2012

სახელმწიფო პროგრამა "განახლებადი ენერგია 2008"


საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას  პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალ ელექტროსადგურებზე მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის (BOO) პრინციპით.
განსაზღვრულია ელექტროსადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის პირობებიც. კერძოდ, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, თითოეული წლის ზამთრის პერიოდში მემორანდუმით შეთანხმებული შესაბამისი 3 თვის განმავლობაში თითოეული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის რეალიზაცია (ელექტროენერგიის ბალანსის შესაბამისად) განხორციელდება მხოლოდ საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველსაყოფად. წლის დანარჩენ პერიოდში შესაბამისი პირი თავისუფალია ბაზრის არჩევანში (ადგილობრივი ან/და ექსპორტი) ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, თითოეული ელექტროსადგურისათვის თითოეული წლის ზამთრის პერიოდში მემორანდუმით შეთანხმებული შესაბამისი 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის რეალიზაცია, შესაბამისი პირის არჩევანით, განხორციელდება საქართველოში არსებულ ნებისმიერ მყიდველთზე თავისუფალი (დერეგულირებული) ტარიფით, ან/და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან (ესკო) წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით  (სტანდარტული ფორმა, რომელიც შესაძლებელია იყოს მემორანდუმის დანართი), რომელშიც ტარიფი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
http://www.menr.gov.ge

No comments:

Post a Comment